ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი გვაქვს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამსახურების და არა რაიმე სხვა ფაქტორის საფუძველზე
ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი გვაქვს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამსახურების და არა რაიმე სხვა ფაქტორის საფუძველზე

იმედი გვაქვს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამსახურების საფუძველზე და არა რაიმე სხვა ფაქტორის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, გუშინ სხვადასხვა ლიდერის მიერ გაკეთებული გზავნილები სასიამოვნო და პოზიტიურია.

„რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება სტატუსის მიღებამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია შეამციროს, დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო სტატუსს მიიღებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის მუდმივი ურთიერთბრალდებები საგარეო კურსზე, საგარეო პრიორიტეტებზე დასრულდება და ამას წერტილი დაესმება. შესაბამისად, პოლიტიკური დისკუსიები გადავა უფრო მშვიდ და წყნარ რეჟიმში. მათ შორის, ოპოზიცია იმ საკითხებითაც დაინტერესდება, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს – ეკონომიკა, განათლება, სოციალური მიმართულება და ა.შ. სტატუსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის გრადუსმა დაიწიოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.