ნიკოლოზ სამხარაძე - ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ ინიციატივაზე სამუშაო პროცესში ჩავრთავთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას 
ნიკოლოზ სამხარაძე - ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ ინიციატივაზე სამუშაო პროცესში ჩავრთავთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას 

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე სამუშაო პროცესში ჩავრთავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ჯერ არ არსებობს არანაირი სამუშაო ვერსიაც კი.

„სამუშაო ვერსიაც იქნება განხილული და დაწერილი მათთან ერთად, ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს. საინტერესოა გავიგოთ მათი აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჯერ ძალიან საწყის ეტაპზე, საწყის ფორმაშია და პროცესი გვაჩვენებს მოვლენები როგორ განვითარდება. კონკრეტულს ჯერ ვერაფერს გეტყვით. როდესაც მუშაობა დაიწყება, ამაში პარტიები ჩაერთვებიან და იქნება პირველი ვერსია, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა სამხარაძემ.