ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხარაძის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევა-მარია ლიმეტსთან განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების სამიტის მოლოდინები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში, რუსული მუქარა შავი ზღვის რეგიონში და პარლამენტის რეფორმების დღის წესრიგი. ესტონეთი მუდამ იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად“, – ნათქვამი ნიკოლოზ სამხარაძის „ტვიტერის“ გვერდზე.
Estonian FM @eliimets hosted me @MFAestonia today. Expectations from upcoming EaP summit, 🇬🇪’s 🇪🇺 perspective, situation in our occupied regions, Russian threats in the black sea area & parliament’s reform agenda discussed. 🇪🇪 always was and remains 🇬🇪’s strong supporter and ally pic.twitter.com/rNHjcaf4le
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) October 14, 2021