ნიკოლოზ სამხარაძე - დანილოვი მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით? იმედია, ეს განცხადება სიცრუეა
ნიკოლოზ სამხარაძე - დანილოვი მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით? იმედია, ეს განცხადება სიცრუეა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის კომენტარს ეხმაურება.

სამხარაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული განცხადება სიცრუეა.

„იმედი მაქვს, რომ ეს სიცრუეა. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს) უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? მართლა?“ – წერს სამხარაძე.