ნიკოლოზ სამხარაძე - ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩის პირასაა, ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე 
ნიკოლოზ სამხარაძე - ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩის პირასაა, ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე 

ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩის პირასაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება არა ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის, სტატუსზე, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია. გვეყოლება ისეთ ოპოზიცია, ვისთანაც საგნობრივი დისკუსია იქნება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურასა და იმ საკითხებზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და არ იქნება ვიწრო უაზრო პოლიტიკური კინკლაობა და ერთმანეთისთვის მანჯურიის აგენტობის დაბრალება“, – განაცხადა სამხარაძემ.