ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ლოგიკურად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს გამოვაცხადეთ
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ლოგიკურად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს გამოვაცხადეთ

დიდი ხანია, დეზინფორმაციულ კამპანიას და ისტერიას წერტილი დაესვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანქციების კოორდინატორი ამერიკიდან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში იმყოფებოდნენ და მათ თქვეს, რომ საქართველო თანამშრომლობის თვალსაზრისით სამაგალითოა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რუსეთი საერთაშორისო სანქციებს გვერდს ვერ აუვლის.

„ჩვენ საკმაოდ ლოგიკურად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს გამოვაცხადეთ. ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი საერთაშორისო სანქციებს გვერდს ვერ აუვლის. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაც ამ პოლიტიკის ნაწილია“, – განაცხადა სამხარაძემ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.