ნიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, ურთიერთობის გასაღრმავებლად ნაბიჯებს მხოლოდ მივესალმებით
ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი ძალაა. ამ ქვეყანასთან ურთიერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. დღევანდელი განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესისა, რომელიც უკვე დაძრულია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.
„ქვეყნებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად ნაბიჯებს მხოლოდ მივესალმებით“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.