ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კრისტოფ მაცნეტერის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მან ავსტრიელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა.

ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.