ნიკოლოზ სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს
ნიკოლოზ სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, ეს საკითხი შესაძლოა, თავისუფალ კენჭისყრაზე დადგეს, ან უმრავლესობა ერთიან პოზიციაზე იყოს.

„ეს საკითხი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება. ჩემი პოზიცია მაქვს, რომლის გახმოვანებისგან დღეს თავს შევიკავებ, რადგან ამ საკითხზე უმრავლესობაში ჯერ არ გვიმსჯელია. განხილვა 2 თებერვალს იქნება, თუმცა მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნება“, – განაცხადა სამხარძემ.

პროცედურის შესაბამისად, თავისუფალი კენჭისყრა ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრები ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად, საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე იღებენ.

დატოვე კომენტარი