ნიკოლოზ სამხარაძე – არ არის სწორი ის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი მიჰყვება, რასაც აკეთებს, შესაძლოა, მისთვის კონტრპროდუქტიული იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ამ გუნდის ლიდერი, რის გამოც მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. სწორი სტრატეგია და ტაქტიკა არ არის, რომელსაც ის მიჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძის თქმით, ძალიან უსიამოვნო ფაქტია და ცუდია, რაც ხდება, რადგან ეს ყველაფერი პროცესს აზიანებს.
„ვფიქრობ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს, შეიძლება, მისთვის კონტრპროდუქტიული იყოს“, – განაცხადა სამხარაძემ.