ნიკოლოზ სამხარაძე - მოხარული ვარ, რომ კახა კუჭავასთან ერთად ავსტრიაში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრები, საპარლამენტო დიპლომატია შესანიშნავი ინსტრუმენტია საერთო გამოწვევების გადასალახად
ნიკოლოზ სამხარაძე - მოხარული ვარ, რომ კახა კუჭავასთან ერთად ავსტრიაში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრები, საპარლამენტო დიპლომატია შესანიშნავი ინსტრუმენტია საერთო გამოწვევების გადასალახად

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მოხარულია პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში კახა კუჭავასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრით.

როგორც სამხარაძე „ტვიტერის“ გვერდზე ავსტრიაში ვიზიტის შესახებ წერს, საპარლამენტო დიპლომატია არის შესანიშნავი ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და საერთო გამოწვევების გადასალახად.

„მოხარული ვარ, რომ კახა კუჭავასთან ერთად მქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ავსტრიის, ესტონეთის, ირლანდიის, სამხრეთ კორეის, იტალიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, შვედეთის კამერუნის, დიდი ბრიტანეთის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, შვეიცარიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან გლობალური დღის წესრიგის განსახილველად ვენაში პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციაზე.

საპარლამენტო დიპლომატია არის შესანიშნავი ინსტრუმენტი გამოცდილების გასაზიარებლად და საერთო გამოწვევების გადასალახად ერთობლივი გამოსავლის ძიებისთვის“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დატოვე კომენტარი