ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ დაწყებულია მუშაობა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბებაზე
ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ დაწყებულია მუშაობა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბებაზე

საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბდა სამაგალითო სტრატეგიული კავშირი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს მოიცავს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე.

„სომხეთთან ჩვენი მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან საქართველოს მეგობრებთან, რა თქმა უნდა, რუსეთის გამოკლებით, ასეთი მჭიდრო კავშირები არასდროს ჰქონია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბებაზე.

„ამ ფორმატის შექმნა ახალ ფურცელს გადაშლის ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობებში და მეტად გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირება სწორედ ამ სამი ქვეყნის დახმარებით, ახალი ენერგომომარაგების და სატრანზიტო დერეფნების განვითარებით იქნება შესაძლებელი.