ნიკოლოზ საბანაძე ბათუმის „დინამოში“ გადავიდა
ნიკოლოზ საბანაძე ბათუმის „დინამოში“ გადავიდა

ბათუმის „დინამომ“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე კიდევ ერთი ახალწვეული დაიმატა – მიმდინარე სეზონში გია გეგუჩაძის გუნდში ნიკოლოზ საბანაძე ითამაშებს.

26 წლის საბანაძე პოზიციით თავდამსხმელია.ის სხვადასხვა წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოში“, „ზესტაფონში“, „საბურთალოში“, მარტვილის „მერანში“, „სამტრედიასა“ და კვიპროსულ ახნასეთნიკოსში“.

2017 წელს საბანაძე „სამტრედიადან“ ირანში მიიწვიეს, სადაც უმაღლესი ლიგის „სიაჰ იამეგანში“ ჩაირიცხა, მაგრამ მიმდინარე სეზონში კლუბში მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა და ირანელებთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.