ნიკოლოზ ლალიაშვილი - დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, შემდეგი გადატრიალების მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება
ნიკოლოზ ლალიაშვილი - დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, შემდეგი გადატრიალების მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება

დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, შემდეგი გადატრიალების მცდელობა, აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გადატრიალების კი არა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„შესაძლებელია გახარია არის ყველაზე ძლიერი მინისტრი, მარგამ როგორც კი ჩვენ ვიტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობის სამიზნე იმიტომ გახდა, რომ გახარია არის ძლიერი მინისტრი, ის არის ქართული ოცნების საკრალური შუაგული და თუ მას ჩამოვიშორებთ, მაშინ ადვილი გახდება „ქართული ოცნების“ ჩამოშლა, ამაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. ძალა, რომელიც გამოყენებული იყო აბსოლუტურად პროპორციულად და ის, რაც შემდგომ ამ ყველაფერს მოჰყვა, სრულიად ცალსახად მაფიქრებინებს, რომ დღეს რომ ქართულმა ოცნებამ გაუშვას თანამდებობიდან გიორგი გახარია, მაშინ შემდეგი გადატრიალების მცდელობა, აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გადატრიალების კი არა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა. ამიტომ, „ქართული ოცნება“ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს სხვა სხვა არაფერი დაგვრჩება, თუ არა ის, რომ ჩავთვალოთ, „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა დაინტერესება ამ გადატრიალების“,- განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფო, მომენტალურად და „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ უნდა გაბედოს.

„გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფო, მომენტალურად .ძალიან მალე მოვა ახალი გადატრიალების მცდელობის მომენტი, ნებისმიერ თემაზე, ჩვენ ხომ ეს აქამდე ვნახეთ და  ეს გადატრიალების მცდელობა 20 ივნისისგან განსხვავებით, აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება.  „ქართულმა ოცნებამ“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაბედოს და თანამდებობიდან არ უნდა გაუშვას გიორგი გახარია“,- განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.