ნიკოლოზ ბასილაშვილმა როდიონოვი დაამარცხა და მერვედფინალში ალკარასს შეხვდება #1TVSPORT

23:56, 28.10.2026

ვენის 500 ათასიან ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა 1/6-ფინალური ბარიერი გადალახა და მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერს, ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ ეს დაპირისპირება 29 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება 1/16 ფინალს ბასილაშვილის მეტოქე ავსტრიის სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი იყო. ქართველმა მას პირველი სეტი ტაიბრეიკით მოუგო, ხოლო მეორეში 6:1 აჯობა.

თავის მხრივ, ბასილაშვილის მომავალმა მეტოქემ ალკარასმაც დამაჯერებლად მოიგო – 2:0. მისი მეტოქე კარენ ჩახანოვი იყო.

მსგავსი