ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგული ჩელენჯერი მერვედფინალში დაასრულა #1TVSPORT

17:25, 29.01.2026

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე კიმპერის ჩელენჯზე გამოსვლა დაასრულა. მერვედფინალში იგი ფრანგ ტომას ფორელს შეხვდა და ორ სეტში 0:2 დამარცხდა.

მეტოქემ პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორე – 6:4.

მეოთხედფინალში ფორელი გერმანელ ენგელსა და შვეიცარიელ ჰოსლერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი