ნიკოლოზ ბასილაშვილის დარტყმა დღის TOP5-ში შევიდა [ვიდეო]

აშშ-ის ღია პირველობაზე დასრულდა მეშვიდე სათამაშო დღე, რის შემდეგაც ტურნირის ოფიციალურ გვერდზე დღის ხუთი საუკეთესო მომენტის ვიდეო გამოქვეყნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაფაელ ნადალის მატჩიდან ამ ხუთეულში ქართველი ჩოგბურთელის ბადესთან გასვლისა და უზუსტესი დარტყმის მომენტი მოხვდა, რომელიც ორგანიზატორებმა მეორე ადგილზე გაიყვანეს.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა ბასილაშვილი ოთხ სეტში დაამარცხა – 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4.