ძიუდო | ომანაძე, გიგაური და საბაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში იასპარეზებს.
ლუკა ომანაძე (60 კგ) ნახევარფინალში გასასვლელად დაჯიკ კუდბუდინოვს შეხვდება, თორნიკე გიგაური (66 კგ) აზერბაიჯანელ მუსაევს, ხოლო საბა საბაშვილი (66 კგ) რუს სულტიგოვს დაუპირისპირდება.
დღეს ტურნირზე მოასპარეზე სამი ქართველი გოგონა – თამარ გიგოლაევი (48 კგ), ნინო თათრიშვილი (52 კგ) და ნინო ხარაიშვილი (57 კგ) მსოფლიო პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები სამ წონით კატეგორიაში – 66, 90 და 100 კგ-ში ორ-ორი ძიუდოისტით იასპარეზებს, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება.