„რომასა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო მუხლის ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის შესახებ რომაული კლუბის ექიმებზე დაყრდნობით გაზეთმა „კორიერე დელო სპორტმა“ დაწერა.
ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ მოეხდინათ 20 წლის ფეხბურთელის აღდგენის ფორსირება, რათა თავიდან აეცილებინათ ტრავმის რეციდივი.
ძანიოლომ ტრავმა იანვარში „იუვენტუსთან“ მატჩში მიიღო – მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მენისკი დაიზიანა. ფეხბურთელს ოპერაციის გადატანა მოუწია.
ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრები A ჯგუფში თურქეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.