იტალიის ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა, რომლითაც ევრო 2024-ზე იასპარეზებს #1TVSPORT
იტალიის ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა, რომლითაც ევრო 2024-ზე იასპარეზებს #1TVSPORT

იტალიის ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-სთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. ევროპის მოქმედი ჩემპიონების ახალი ფორმა გერმანულმა კომპანია „ადიდასმა“ შექმნა.

„იტალია გვიხმობს. ეს ჩვენი ახალი ფორმაა“, – ნათქვამია „სკუადრა აძურას“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, ხორვატიასა და ალბანეთთან ერთად მოხვდა.

„სკუადრა აძურა“ ევროპის ორგზის ჩემპიონია – იტალიის ნაკრებმა ეს ტიტული პირველად 1968 წელს მოიპოვა, მეორედ – 2021-ში, როდესაც ინგლისის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.