ნიკოლას მადურო ევროკავშირის ელჩს ვენესუელას დასატოვებლად 72 საათს აძლევს
ნიკოლას მადურო ევროკავშირის ელჩს ვენესუელას დასატოვებლად 72 საათს აძლევს

ვენესუელა ევროკავშირის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათს აძლევს. ამის შესახებ განცხადება ნიკოლას მადურომა გააკეთა.

მადურომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა ვენესუელას 11 ოფიციალური პირის მიმართ სანქციები დააწესა. როგორც ევროკავშირში განმარტეს, აღნიშნულ პირებს ვენესუელაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის შელახვაში მიუძღვით წვლილი.

ამგვარად, ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში უკვე შეყვანილია ვენესუელას 36 მოქალაქე. მათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძალებათ და ევროპაში არსებული ფინანსური აქტივები დაყადაღებული აქვთ.

ვენესუელაში უკვე წელიწადნახევარია, პოლიტიკური კრიზისია. 2019 წლის იანვარში ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუადიომ გამოაცხადა, რომლის უფლებამოსილებაც 50-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც აღიარა.

ამის მიუხედავად, ნიკოლას მადურო, რომელსაც ზურგს არმია უმაგრებს, ქვეყანაში ძალაუფლებას ინარჩუნებს.

დატოვე კომენტარი