ნიკოლას მადური მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას კვლავ დააყენებს

07:25, 24.01.2018

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადური მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას კვლავ დააყენებს.

„თუ ერთიანი სოციალისტური პარტია, მუშათა კლასი და ახალგაზრდობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ვიყო, ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა მადურომ.

ვენესუელაში მიმდინარეობს განხილვები, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, 30 აპრილს ჩატარდეს.

მადურო, რომელიც უგო ჩავესის მმართველობის დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.

იმავე წლის აპრილში კი უკვე არჩევნებში გამარჯვებით მან ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.

მსგავსი