ნიკოლა სტერჯენი აცხადებს, რომ ბორის ჯონსონს სურს, ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს
ნიკოლა სტერჯენი აცხადებს, რომ ბორის ჯონსონს სურს, ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს

შოტლანდიის მთავრობის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი თვლის, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სურს, ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს. ინფორმაციას „რეიტერი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ ვერ იგებს, როგორ აპირებს ჯონსონი ახალი შეთანხმების მიღწევას იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირში აცხადებენ, რომ არ აპირებენ ბრიტანეთთან განმეორებით მოლაპარაკებებს.

სტერჯენის თქმით, თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოვა, ეს საშიში იქნება როგორც ბრიტანეთისთვის, ასევე შოტლანდიისთვის.

2014 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე, შოტლანდიამ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას მხარი დაუჭირა.