ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თელავში ჩავიდა
ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თელავში ჩავიდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თელავში ჩავიდა.

ნიკოლა სარკოზი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის მარშალი ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა და სხვა სტუმრები.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში გაიმართება.