ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.

გამოცემა „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ სარკოზის ბოლო აპელაციაზე უარი უთხრა.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოს წინაშე წარდგომა უახლოეს თვეებში მოუწევს.

კიდევ ერთი საქმე ფულის სანაცვლოდ პოლიტიკურ ზეგავლენას  უკავშირდება. აღნიშნულ საქმეში სარკოზის, მისი ადვოკატის, ტიერი ჰერცოგის და ყოფილი მოსამართლის, ჟილბერტ აზიბერტის საუბრის ჩანაწერები ფიგურირებს, სადაც გამომძიებლები ცდილობდნენ მტკიცებულებების მოპოვებას, რომ სარკოზიმ კომპანია „ლორეალის“ მემკვიდრე ლილიან ბეტანკურისგან 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს უკანონო ფულადი სახსრები მიიღო.

გამომძიებლები ეჭვობენ, რომ სარკოზი და მისი ადვოკატი საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ, როდესაც საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აზიბერტს სანაცვლოდ მონაკოში სამუშაო შესთავაზა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ნიკოლა სარკოზი თავის ადვოკატთან ხშირად საუბრობდა მობილური ტელეფონით, რომელიც ყალბ სახელებზე იყო გაცემული, თავად სარკოზი კი, პოლ ბისმუთის სახელს იყენებდა. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებით, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის დროს 43 მილიონი ევრო დახარჯა, რაც კანონიერ ზღვარს თითქმის ორჯერ აღემატება.

თავად ნიკოლა სარკოზი ბრალდებებს უარყოფს.