ნიკოლა ანელკა - მბაპეს ინგლისში ან ესპანეთში რომ ეთამაშა, „ოქროს ბურთი“ უკვე მოგებული ექნებოდა #1TVSPORT
ნიკოლა ანელკა - მბაპეს ინგლისში ან ესპანეთში რომ ეთამაშა, „ოქროს ბურთი“ უკვე მოგებული ექნებოდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფორვარდმა ნიკოლა ანელკამ აზრი გამოთქვა პარიზელთა ფორვარდის კილიან მბაპეს შესახებ.

„სისწრაფის მხრივ, ის ფენომენალურია, მასზე უკეთესი არავინაა. თუ „პარი სენ-ჟერმენს“ სურს ჰყავდეს საუკეთესო შემადგენლობა, ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს მბაპე. მაგრამ მგონია, რომ მან ყველაფერი გადაწყვიტა: კილიანს ცვლილებები სურს და მას უნდა გავუგოთ.

ის ოცნებობს „ოქროს ბურთზე“, მაგრამ როგორ უნდა მიიღოს ის, თუ ევროპის მეექვსე ლიგაში თამაშობს?! კილიანს ბოლო სამი წელი ინგლისში ან ესპანეთში რომ ეთამაშა, უკვე მოგებული ექნებოდა „ოქროს ბურთი“, – მოჰყავს ანელკას სიტყვები გაზეთ Le Parisien-ს.