ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერს მოუწოდებს, თანამდებობა დღესვე დატოვოს
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერს მოუწოდებს, თანამდებობა დღესვე დატოვოს

პარტიის „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერი და ერევანში მიმდინარე აქციის ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი, პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს მოუწოდებს, დღესვე დატოვოს თანამდებობა. ინფორმაციას სომხური სააგენტო News.am ავრცელებს.

პაშინიანის თქმით, სარგსიანს თანამდებობაზე დარჩენა აღარ შეუძლია. როგორც პარტიის „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერი ამბობს, ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ თუ მას დააკავებენ, ამით საპროტესტო ტალღა ჩაწყნარდება.

„თუ დღეს დამაკავებთ, უნდა ჩაატარონ ეროვნული კრების საგანგებო სხდომა, სადაც მიმიყვანენ და ეს მათთვის უკანასკნელი სხდომა იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.