სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მაისის ბოლოს ეწვევა 

13:21, 22.05.2018

საქართველოს  სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ეწვევიან.

ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიგრან ბალაიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 30-31 მაისს ჩავა.

25-26 მაისს კი თბილისს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ეწვევა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი