ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

11:47, 22.05.2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანთან არსებულ სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე მოვლენების გამო, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

„ფაშინიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა შედგა. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება, მიმდინარე მოქმედებები და მისი გადაჭრის შემდგომი ნაბიჯები“, – აღნიშნულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი