ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „ნათელი სომხეთის“ ხელმძღვანელს შეხვედრა შესთავაზა
ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „ნათელი სომხეთის“ ხელმძღვანელს შეხვედრა შესთავაზა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „ნათელი სომხეთის“ ხელმძღვანელს ედმონ მარუკიანს, მოლაპარაკების მიზნით, შეხვედრა შესთავაზა.

ამის შესახებ სომხურ მედიას თავად მარუკიანმა განუცხადა.

„თანხმობა განვაცხადე, ვფიქრობ, ხვალ შევხვდებით“, – განაცხადა მარუკიანმა.