ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცა
ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცა.

მილოცვა სომხეთის მთავრობის მეთაურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე ასევე გისურვებთ ახალ მიღწევებს თქვენს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენი ხალხების მრავალსაუკონოვან მეგობრობას და გავაფართოვებთ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ქვეყნების მომავლის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ განგრძობადი განვითარება, რომელიც დაფუძნებულია სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთობლივ ღირებულებებზე, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების პროგრესს და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.