ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, „უზრუნველყოს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახჭევანს შორის შეუფერხებელი კავშირი სომხეთის გავლით“
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, „უზრუნველყოს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახჭევანს შორის შეუფერხებელი კავშირი სომხეთის გავლით“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელი კავშირი სომხეთის გავლით.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მიდგომაა, რომ აქაც უნდა მოხდეს დაშორება კონფლიქტის ლოგიკასთან და გადასვლა ნორმალურ გარემოზე, მშვიდობისთვის შესაფერის აზროვნებაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესი არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში სწრაფი არ იქნება, რადგან ორივე საზოგადოებაში კვლავ არსებობს მრავალწლიანი კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებული ნარატივები.

„უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში გაბატონებული დისკურსი აღარ შეესაბამება დღევანდელ რეალობას და სწორედ ამას ვგულისხმობ. ამავდროულად, ასევე არ არის სწორი ხალხის დადანაშაულება, რადგან ლოგიკა, რომელიც დაახლოებით 35 წელია ან მეტია, ტრიალებს, ერთი მოქმედებით, ხელსაწყოთი ან მუხრუჭით ვერ შეჩერდება. ამიტომ ჩვენ უფრო პრაქტიკული მიდგომა უნდა გამოვიყენოთ და სამუშაოზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან მშვიდობის ხელშესახები სარგებელი, შეიძლება, გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე სხვადასხვა ნარატივზე, ეჭვსა თუ გამოწვევაზე დაუსრულებელი დებატები“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.