ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება მიულოცა

20:17, 09.09.2019

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს, გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშინიანმა გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებას შეეხო.

მსგავსი