ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვებას ფოლადის რევოლუცია უწოდა
ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვებას ფოლადის რევოლუცია უწოდა

ნიკოლ ფაშინიანმა თავის გამარჯვებას ფოლადის რევოლუცია უწოდა და თქვა, რომ ეს საშუალებას მისცემს, ქვეყანაში „კანონის დიქტატურა“ დაამყაროს.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, რათა გაიგოს მათი შეხედულებები პოლიტიკური ცხოვრების კონსოლიდაციისა და საზოგადოებრივი პოტენციალის შესახებ.

„სომხეთის მოსახლეობამ ქვეყნის სამართავად მანდატი მოგვცა სამოქალაქო შეთანხმებას და მე. 2018 წელს ჩვენ გავაკეთეთ ხავერდოვანი რევოლუცია, ახლა კი ხალხმა მოგვცა ფოლადის მანდატი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ფოლადის რევოლუციას ვაკეთებთ. ამიტომ, ჩვენს ყველა მომხრეს მოვუწოდებ, რომ 20:00 საათზე შეიკრიბონ რესპუბლიკის მოედანზე“ – განაცხადა ფაშინიანმა.