ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალისთვის პატიმრობის შეფარდებას ერევანში საპროტესტო აქცია მოჰყვა
ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალისთვის პატიმრობის შეფარდებას ერევანში საპროტესტო აქცია მოჰყვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, აშოტ ფაშინიანის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალისთვის პატიმრობის შეფარდებას ერევანში საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეები გაიანე აკოპიანის გათავისუფლებას ითხოვენ. ის ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის დედაა.

გაიანე აკოპიანს ​ერევნის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა.

შეგახსენებთ, 17 მაისს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცების მცდელობის ბრალდებით ომში დაღუპული სამხედროების მშობლები დააკავეს. მედიის ცნობით, გატაცების მცდელობის მონაწილეები საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წევრები იყვნენ, რომლებმაც აშოტ ფაშინიანს თავიანთ მანქანაში ჩაჯდომა აიძულეს. მან მოახერხა გაჩერებული მანქანიდან გადასვლა, რის შემდეგაც აშოტს დაეჯახა ამავე ორგანიზაციის წევრის ავტომობილი. აშოტ ფაშინიანს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები.