ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჩაიშალა
ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჩაიშალა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან კარენ კარაპეტიანთან, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, არ შედგება.

ამის შესახებ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ პრესმდივანმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა. შეხვედრის ჩაშლის მიზეზი არ სახელდება.

ამასთან, ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი ხვალ დილის 11:00 საათზე გაიმართება. აქამდე მიტინგის ჩატარების დროდ 19:00 საათი სახელდებოდა.

სომხური მედიის ცნობით, ამ წუთებში სომხეთის მმართველი, „რესპუბლიკური პარტიის“ საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.