ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტთა ნაწილმა ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალა
ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტთა ნაწილმა ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტების ნაწილმა ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

17 ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილმა „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობამ“ 22 დეკემბერი საყოველთაო გაფიცვის დღედ გამოაცხადა.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.