ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
როგორც ადგილობრივი მედია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ნიკოლ ფაშინიანმა მაკრონთან საუბრისას ხაზი გაუსვა „თურქეთის მიკერძოებულ-აგრესიულ პოზიციას“.
თავი მხრივ, მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვის გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტის არეალის გაფართოება დაუშვებელია.