ნიკოლ ფაშინიანი – ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, ეს დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პეტერ მადიარსა და უნგრელ ხალხს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. ეს დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
ამ დროის მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
Extend my cordial congratulations to @magyarpeterMP & the Hungarian people on the occasion of the victory in the Hungarian elections. These democratic elections reflect the will of the Hungarian people & the future vision of the country.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) April 13, 2026