ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში უკვე მოხდა პოლიტიკური რევოლუცია, ახლა ეკონომიკური რევოლუციის დროა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში უკვე მოხდა პოლიტიკური რევოლუცია, ახლა ეკონომიკური რევოლუციის დროა

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში ეკონომიკურ რევოლუციას აანონსებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შეხვედრის დროს ნიკოლ ფაშინიანმა ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი ეკონომიკაში და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მისი პირველი ნაბიჯები ეკონომიკურ რევოლუციას დაეთმობა.

„სომხეთში უკვე მოხდა პოლიტიკური რევოლუცია და ახლა ეკონომიკური რევოლუციის დროა. ეკონომიკურ რევოლუციაში ვგულისხმობ სომხეთში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებას. აქ, ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემაა დასაქმების, სამუშაო ადგილების კუთხით, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. წინა ხელისუფლებები ხალხზე არ ზრუნავდნენ. მე კი ხელისუფლებაში ხალხმა მომიყვანა და მათზე უნდა ვიზრუნო. აუცილებელია, რომ პირველ ეტაპზე ის მთავარი პრობლემები მოგვარდეს, რაც ჩვენს სახელმწიფოში არსებობს. ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ეკონომიკით უნდა დავიწყო, რადგან სომხეთის მთავარი პრობლემა ეკონომიკური მდგომარეობაა. როცა ამ სფეროში წარმატებას მივაღწევთ, სოციალური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, საგარეო ურთიერთობების დალაგება, ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა და სომხეთის გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის – ეს არის ჩემი მთავარი მიზნები. მართალია, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ შეიძლება ოცნების დონეზეა, მაგრამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუ დიდ შრომას ჩავდებთ ამაში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.