ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში შეზღუდვების კვლავ დაწესებას არ გამორიცხავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს, მათ შორის, კომენდანტის საათი დაწესდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების ხელახლა დაწესება ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს გამოიწვევს.
„დღეს ჩვენ შემდეგი არჩევანის წინაშე ვდგავართ – წესები არ არის დაცული და ჩვენ კვლავ ვაწესებთ შეზღუდვებს, მათ შორის კომენდანტის საათს, რაც ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს გამოიწვევს ან ვთანამშრომლობთ და სიტუაციაზე კონტროლს ვამყარებთ. მიმაჩნია, რომ ამ ორი სცენარის მიუხედავად, კონტროლი უნდა იყოს ყველაზე მკაცრი“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სიტუაციის შესაცვლელად მხოლოდ 1-3 დღე აქვთ.