ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფაშინიანი სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.
მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ასევე ამერიკისა და რუსეთის ელჩებს შეხვდება.
ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში აქციას მართავს. ფაშინიანი ითხოვს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მოსახლეობა ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებას მოახდენს.