ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უკვე შეხვდა სომხეთში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს.
უცნობია, რაზე ისაუბრეს ელჩებმა და ოპოზიციის ლიდერმა.
„უახლოეს მომავალში, ვაპირებთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ელჩებთან შეხვედრას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.