ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე მიაწოდა ინფორმაცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს, რომ შექმნილ ვითარებაში წვრთნების ჩატარებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს.

„ყოველ შემთხვევაში, წვრთნები წელს არ ჩატარდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.