ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანმა არმენ სარგსიანთან შეხვედრის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„განვიხილეთ ქვეყანაში ბოლო დროს არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება და მისი გადაჭრის გზები“,- წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.