ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის მტკივნეული კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის მტკივნეული კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზად არის მტკივნეული კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქგვერდზე ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

„მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოქნილები ვიყავით. მაგრამ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აზერბაიჯანს საკითხის დარეგულირება არ სურს. მათ სურთ ყარაბაღის კაპიტულაცია. ამასთან, მსგავსი მოთხოვნა ომამდეც არსებობდა. თუ ჩვენ რამეზე ვთანხმდებოდით, აზერბაიჯანს მეტი სურდა. ახლა მინდა, გკითხოთ, მზად არის სომხეთი კომპრომისებისთვის? ვფიქრობ, სომეხი ხალხი ამისთვის მზად არის. ჩვენ მტკივნეული კომპრომისებისთვისაც მზად ვართ, მაგრამ კაპიტულაციისთვის არა!“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.