ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე

სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„სომხეთი სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე და მზად არის, დაადასტუროს ეს სოჭში. ვიმედოვნებთ, რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

31 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მიემგზავრება, სადაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.