ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან სამხედროების სარკისებურად გაყვანას და რუსი სამხედროების, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნას
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან სამხედროების სარკისებურად გაყვანას და რუსი სამხედროების, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნას

სომხეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან სამხედროების სარკისებურად გაყვანას და რუსი სამხედროების, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პროვოკაციული ნაბიჯები და ექსპანსიონისტური მისწრაფებები რეგიონს, სომხეთს და ყარაბაღს ახალ საფრთხეს უქმნის.

„აზერბაიჯანის საქციელი აჩვენებს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას სურს, ხელი შეუშალოს სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას, განსაკუთრებით კომუნიკაციების გახსნისა და სომხეთთან ბლოკადის მოხსნის შესახებ. თავის მხრივ, სომხეთი კომუნიკაციების გახსნას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მზად არის, ამაზე იმუშაოს. ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი რაც შეიძლება მალე შეასრულებს წერილობით ვალდებულებას მძევლებისა და პატიმრების დაბრუნების შესახებ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.