ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის ძალების მხრიდან დაძაბულობისა და აგრესიულობის ტენდენცია შეინიშნება

12:44, 17.05.2021

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის ძალების მხრიდან დაძაბულობისა და აგრესიულობის ტენდენცია შეინიშნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი სულ უფრო ააქტიურებს ეროვნული უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და სომხურ-რუსული სტრატეგიული სისტემის საპასუხო პროცედურებს.

მსგავსი