ნიკოლ ფაშინიანი - საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც მეგობარმა ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება გამოხატა სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ქართველები განუხრელად ადასტურებენ ამ მისწრაფების მიმართ ერთგულებას
ნიკოლ ფაშინიანი - საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც მეგობარმა ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება გამოხატა სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ქართველები განუხრელად ადასტურებენ ამ მისწრაფების მიმართ ერთგულებას

სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი მტკიცე ნება სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ხოლო დღეს ქართველები განუხრელად ადასტურებენ ერთგულებას ამ მისწრაფების მიმართ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების გზით.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სომხეთმა და საქართველომ შექმნეს თანამშრომლობის ისეთი ფუნდამენტური წინაპირობები, რომლებითაც ყველაზე უკეთაა უზრუნველყოფილი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.

ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო ხედვით, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყნებს დიდი სამუშაო ელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონული პროცესების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში გიდასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან და ახალი მიღწევებით მის გამდიდრებასთან დაკავშირებით.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა გისურვოთ წარმატება თქვენს სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და პროგრესი“,- ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.

დატოვე კომენტარი